კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - არსებობს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში შეიძლება მართლა შემოვიდეს, რათა დამარცხების შემთხვევაში, იმუნიტეტი ჰქონდეს

ნახვები: 561 რომან გოცირიძე - არსებობს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში შეიძლება მართლა შემოვიდეს, რათა დამარცხების შემთხვევაში, იმუნიტეტი ჰქონდეს

არსებობს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში შეიძლება მართლა შემოვიდეს, რათა "ქართული ოცნების" დამარცხების შემთხვევაში, იმუნიტეტი ჰქონდეს, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის წარდგენას.

თუმცა, თავად გოცირიძის შეფასებით, ივანიშვილის პარლამენტში შემოსვლა წარმოუდგენელია და სიაში მისი პირველ ნომრად ყოფნა "ფიქტიურია".

"ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს ჰგონიათ, რომ ივანიშვილის საარჩევნო სიის პირველ ნომრად ჩაწერა ამომრჩევლებში დადებით ემოციებს აღძრავს. ივანიშვილი თავადაც ხვდება, რომ ეს ასე არ არის და აღარ ამბობს, რომ ჭარბი ნდობა აქვს. რომელ ჭარბ ნდობაზეა საუბარი - ის საარჩევნო სიაში იმის გამო ჩაეწერა, რომ მცირერიცხოვანი გარემოცვა გაამხნეოს, რადგან უკვე გარემოცვასაც არ სჯერა, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, ივანიშვილი არის ფიქტიური პირველი ნომერი და ის პარლამენტში არ იქნება", - განაცხადა რომან გოცირიძემ, უშუალოდ იმ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით კი, რომელსაც ბოლო პერიოდში ივანიშვილთან მიმართებიყ იღებენ, ხუმრობით აღნიშნა: "ყური მოვკარი, პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის ტრიბუნა დგას, შუშის დაჯავშნულ "დუშკაბინას" აშენებენ".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა