კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - 20-მდე პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა, არცერთის მიმართ არ არის წარდგენილი ბრალი და მე 2 000 ლარით დამაჯარიმეს

ნახვები: 523 ალეკო ელისაშვილი - 20-მდე პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა, არცერთის მიმართ არ არის წარდგენილი ბრალი და მე 2 000 ლარით დამაჯარიმეს

რაიმე მოლოდინი, რომ მურუსიძის დუქანში სამართალს ვიპოვით, არ მაქვს. ასეთი ქვეყანა შემოგვთავაზა 12-წლიანი მმართველობის თავზე ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

პოლიტიკოსმა სააპელაციო სასამართლოში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2000 - ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არცერთი პოლიციელი, რომელმაც მასზე იძალადა, დასჯილი არ არის.

"გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომელიც სამართლიანობის აღდგენას, სასამართლოს წნეხისგან განთავისუფლებას და დემოკრატიით ევროპის გაოცებას გვპირდებოდა. ჩვენ ახლა ვასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას - 17 აპრილს კანცელარიასთან 20-მდე პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც კონსტიტუციურად იმუნიტეტი მიცავს. ინციდენტის შემდეგ არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ არის წარდგენილი და მე 2000 ლარით დამაჯარიმეს, ხულიგნობდი და უმისამართოთ იგინებოდიო. იმათ არაფერი მოჰკითხეს, მე დამაჯარიმეს. რა თქმა უნდა, რაიმე მოლოდინი მურუსიძის დუქანში, რომ სამართალს ვიპოვით არ მაქვს. ასეთი ქვეყანა შემოგვთავაზა 12-წლიანი მმართველობის თავზე ბიძინა ივანიშვილმა" ,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის განცხადებით, არც მოძალადე პოლიციელები არიან დასჯილები და არც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასრულებს თავის მოვალეობას.

"ნაცვლად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილზე მოძალადე პირების დაესაჯათ, გამოეკითხათ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება შეესრულებინა, ნაცვლად, პირიქით ალეკო ელისაშვილის დაჯარიმება მივიღეთ. აპრილის აქციების დროს დააკავეს, უკანონოდ შეადგინეს დაკავების ოქმი და შემდგომ 12 ივლისს სამართალდამრღვევად ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს. იმედი ნაკლებად გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა ჩვენ სამართლის ჩარჩოში ვცდებით და პროცედურებს მივყვებით და შევიტანეთ განცხადება ჯარიმის გაუქმებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა