კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სახელმწიფო მზად არის, ყოველ წელს პენსიის დარიგების მომსახურებისთვის 15 მილიონი გადაიხადოს-ელისაშვილი

ნახვები: 688 სახელმწიფო მზად არის, ყოველ წელს პენსიის დარიგების მომსახურებისთვის 15 მილიონი გადაიხადოს-ელისაშვილი


სახელმწიფო მზად არის, ყოველ წელს პენსიის დარიგების მომსახურებისთვის 15 მილიონი გადაიხადოს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" წევრმა ალეკო ელისაშვილმა საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, საპენსიო სესხის პროცენტი 10-ით დაიწევს და 26%-ზე მეტი აღარ იქნება.

მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საინტერესო დისკუსია იყო და პენსიონერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

ელისაშვილის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში კონკურსის სახით შეირჩეს ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.

„სულ მცირე ორი ბანკისგან დადასტურებულია, რომ მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას. სახელმწიფო მზად არის, ყოველ წელს პენსიის დარიგების მომსახურებისთვის 15 მილიონი გადაიხადოს და ეს სუბსიდია არაფერი არ არის ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსთვის. შევთანხმდით, რომ კონკურენცია ბანკებს შორის იქნება სესხის პროცენტთან დაკავშირებით. დღეს რომ „ლიბერთი ბანკი" 36%-ში აძლევს სესხს, ჭერი იქნება 26% და შეიძლება, იყოს ამაზე ნაკლები. „ლიბერთი ბანკს" პენსიის დარიგებისგან შემოსავალი რო არ აქვს, იმიტომ ატყავებს პენსიონრებს. შესაბამისად, სახელმწიფო ამბობს, რომ სრულიად უფასოდ კი ნუ დაარიგებ, არამედ მე გაძლევ 15 მილიონს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა დაასრულა. განხილვაში მონაწილეობდნენ მმართველი გუნდის, ოპოზიციის, ბანკებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა