კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სადეპუტატო მანდატი თუ შემიწყდება, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა-ბადრი ჯაფარიძე

ნახვები: 403 სადეპუტატო მანდატი თუ შემიწყდება, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა-ბადრი ჯაფარიძე

„ლელოს" წევრი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა იქნება და შესაბამისად იმოქმედებს.

„ანალოგიური სისულელე დღევანდელ სასამართლოსაც კი გაუჭირდება, მოძებნოს. მე ამას ვუწოდებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო მოსამართლემ. თავისთავად ეს გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნის, რომლის ობიექტებიც ვიყავით მე და მამუკა ხაზარაძე ბოლო 3 წლის განმავლობაში. დაველოდოთ „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას. ნათელია, რომ სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არსებობს. დაველოდოთ, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება".

ჩემი მანდატი თუ შეწყდება, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, ვიმოქმედებ შესაბამისად. წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება არ მინდა. სამი წელიწადია, მიმდინარეობს სასამართლო დევნა, ესეც ამ დევნის გაგრძელებაა. სამწუხაროდ, საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებაც არის იგივე. დაველოდოთ, თვითონ სხდომაზე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა