კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის გამარჯვების გეგმის ძლიერი სამხედრო შინაარსი მოვამზადეთ

ნახვები: 446 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის გამარჯვების გეგმის ძლიერი სამხედრო შინაარსი მოვამზადეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან თათბირი გამართა სამხედრო სარდლობასთან. ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მომზადდა „სამხედრო პაკეტი“, რომელიც უკრაინას მნიშვნელოვნად გააძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში გამარჯვების გზაზე.

„მქონდა თათბირი უკრაინის გამარჯვების გეგმის სამხედრო შინაარსის შესახებ. ერთად ვიმუშავე სამხედრო სარდლობასთან. მომზადდა კარგი, ძლიერი შინაარსი სამხედრო პაკეტისთვის. ამ შინაარსის პაკეტს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს უკრაინა, როგორც ამას გამარჯვების გეგმა ითვალისწინებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა შინაარსის იქნება აღნიშნული სამხედრო პაკეტი.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ომში გამარჯვების გეგმა“ 90%-ით მზად არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა