თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„როიტერი“ - ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ აფეთქებელი მოწყობილობა „ჰეზბოლას” წევრების 5 000 პეიჯერში ჩადო

ნახვები: 433 „როიტერი“ - ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ აფეთქებელი მოწყობილობა „ჰეზბოლას” წევრების 5 000 პეიჯერში ჩადო

ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადმა“ ასაფეთქებელი მოწყობილობა „ჰეზბოლას” წევრების 5 000 პეიჯერში ჩადო – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ლიბანურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის უსაფრთხოების წყარომ თქვა, რომ პეიჯერები იყო ტაივანში დაფუძნებული Gold Apollo-ს წარმოების, მაგრამ კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავს მოწყობილობა არ აწარმოებს. განცხადების თანახმად, პეიჯერები დამზადებულია უნგრეთში დაფუძნებული კომპანიის მიერ, სახელწოდებით BAC, რომელსაც აქვს ლიცენზია გამოიყენოს მისი ბრენდი.

„როიტერის“ ცნობით, ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. ლიბანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ჯგუფმა Gold Apollo-სგან შეუკვეთა 5 000 პეიჯერი, რომლებიც ქვეყანაში ამ წლის დასაწყისში შეიტანეს. Gold Apollo-ს დამფუძნებელმა ჰსუ ჩინგ-კუანმა განაცხადა, რომ გამოყენებული პეიჯერები დამზადებულია ევროპული კომპანიის მიერ, რომელსაც ჰქონდა ფირმის ბრენდის გამოყენების უფლება.

„ჰეზბოლას“ მებრძოლები იყენებდნენ პეიჯერებს, როგორც დაბალტექნოლოგიურ საკომუნიკაციო საშუალებას, რათა თავიდან აეცილებინათ ისრაელის მხრიდან ადგილმდებარეობის თვალთვალი. ლიბანურმა წყარომ განაცხადა, რომ მოწყობილობები შეცვლილი იქნა ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მიერ „წარმოების დონეზე“.

მედიის ცნობით, „მოსადმა“ მოწყობილობაში ჩასვა დაფა, რომელსაც აქვს ასაფეთქებელი მასალა. იგი იღებს კოდს, რომლის აღმოჩენა ძალიან რთულია. უსაფრთხოების კიდევ ერთმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ სამ გრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამალული ახალ პეიჯერებში და „ჰეზბოლას“ მიერ თვეების განმავლობაში შეუმჩნეველი იყო. კოორდინირებული აფეთქებების შედეგად, ლიბანში 12 ადამიანი დაიღუპა, 2 800-მდე კი დაშავდა, სულ მცირე 200 პირი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა