კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

როთი: კესარია მოკლეს - სულ რაღაც 1 დღის შემდეგ, რაც საქართველოში ანტი-ლგბტ კანონი მიიღეს

ნახვები: 598 როთი: კესარია მოკლეს - სულ რაღაც 1 დღის შემდეგ, რაც საქართველოში ანტი-ლგბტ კანონი მიიღეს

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება და ქართულ ოცნებას დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კანონი გაუქმებისკენ მოუწოდა.

"ის ვინც ზიზღს თესავს, ძალადობას მოიმკის. კესარია აბრამიძე მოკლეს. სულ რაღაც 1 დღის შემდეგ, რაც საქართველოში ანტი-ლგბტ კანონი მიიღეს. ღრმად შეშფოთებული ვარ და მოვუწოდებ მმართველ ქართულ კოშმარს დაუყოვნებლივ გააუქმონ კანონი", - წერს როთი X-ზე.

***

17 სექტემბერს, პარლამენტმა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

აღნიშნული კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ. 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა