პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ანდრიუს კუბილიუსი - თავდაცვის მინისტრები და ნატო-ს გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი მზად იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში

ნახვები: 493 ანდრიუს კუბილიუსი - თავდაცვის მინისტრები და ნატო-ს გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი მზად იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში

ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა გაზარდოს თავისი თავდაცვა, რადგან რუსეთი შეიძლება მზად იყოს დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში, - ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომელიც თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის პოსტზეა წარდგენილი.

„თავდაცვის მინისტრები და ნატო-ს გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი მზად იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში. თუ ამ შეფასებებს სერიოზულად მივუდგებით, მაშინ დროა სათანადოდ მოვემზადოთ. დრო ცოტაა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ სწრაფი და ამბიციური გადაწყვეტილებები”, - განაცხადა კუბილიუსმა.

კუბილიუსის თქმით, მისი, როგორც ევროკომისრის პირველი სამუშაო იქნება შეისწავლოს რა რესურსები სჭირდება ევროკავშირს სამხედრო გამოწვევისთვის მზადყოფნისთვის და რომ ამ კვლევას თანამდებობაზე ყოფნის პირველ 100 დღეს დაუთმობს.

კუბილიუსის განმარტებით, მოხარული იქნება, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად 500 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა