კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ - ჩვენ მაინც გავერთიანდეთ

ნახვები: 560 მიხეილ სააკაშვილი - კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ - ჩვენ მაინც გავერთიანდეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიესალმება, თუ ორი პოლიტიკური სუბიექტი „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანდება.

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე გაერთიანება პარტია „ახალსაც“ შესთავაზა.

„მივესალმები ორი პოლიტიკური სუბიექტის „ლელოს“ და გახარიას გაერთიანებას იმიტომ, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ბევრი ახალი სახით, ახალი იდეებით, ახალი ენერგიით არის. ჩვენ აჭარა დავიბრუნეთ და აფხაზეთსაც დავიბრუნებთ. ვიცით, რა შეცდომები დავუშვით და ამის გამოსწორებასაც ვაპირებთ, მაგრამ იმდენი მიღწევა გვაქვს, ამას ვერავინ გადაფარავს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველანაირი ახალი კავშირისთვის მზად არიან.

„ჩვენ ყოველთვის მოქნილები ვიყავით ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა მთავარია, ძალიან სწრაფად ვიმოძრაოთ გამარჯვებისკენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე კატასტროფულად დამაზიანებელია. ჩვენ ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას გვართმევენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, საჭიროა პარტიების მაქსიმალური კონსოლიდაცია და გაერთიანება.

მიხეილ სააკაშვილი მიჩნევს, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, რადგან 12 წელი უკვე დაკარგა.

„12 წლის თავზე გვიბედავენ და გვეუბნებიან, უნდა მოგაჯდეთ თავზე, რათა საბოლოოდ ბუნდღა აღარ იყოს ამ ქვეყნისო. ისე ბრძოლისუნარიანად, ისე ჩამოყალიბებული ვარ, როგორც არასდროს. ჩემი ამოცანა არის მხოლოდ ერთი - საქართველო ქართველ ხალხს დავუბრუნოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება. სავარაუდოდ, ის პრეზიდენტს იმ დეტალებზე გაესაუბრება, რის გამოც, კოალიციასა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის შეთანხმება ვერ მოხდა. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ აქტორებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა და მიზეზად მამუკა ხაზარაძისა და მისი გუნდის საკითხზე ვერშეთანხმება დასახელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა