თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საბა ბუაძე - ჩვენთვის ცოტა გასაკვირი და მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა

ნახვები: 479 საბა ბუაძე - ჩვენთვის ცოტა გასაკვირი და მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა

ჩვენთვის ცოტა გასაკვირი და მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა - პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თანხმობა ორივე მხრიდან არსებობდა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების რესურსი არსებობს და იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევით დასრულდება.

„ჩვენთვის ცოტა გასაკვირი და მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა, ვინაიდან გუშინდელი დღის მონაცემებით, ეს მოლაპარაკებები აბსოლუტურად, პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობდა. ჩვენ ვნახეთ, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა თანხმობა ორივე მხრიდან, არსებობდა სრულიად გასაგები მოლოდინები ორივე მხარისგან. ასევე, „ლელოს“ შიგნით, მამუკა ხაზარაძეს აქვს სრული მხარდაჭერა აქვს შეთანხმებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ჩვენს კოალიციურ პარტნიორებს, ჩვენს კოალიციურ პარტნიორებშიც არანაირი პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობდა და ეს დრო, რომელიც გუშინდლიდან დღევანდლამდე გავიდა, ჩვენ გამოვიყენეთ იმ არსებულ კითხვებზე სამუშაოდ, რომელიც არსებობდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ეს არის სამუშაო პროცესი და ეს სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას ბუაძემ აღნიშნა, რომ ისინი იმედოვნებენ, პროცესი გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევით დასრულდება, ვინაიდან ორივე მხრიდან გასაგები მზაობა და სწორი მოლოდინები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი.

„დღეს პრეზიდენტთან დაგეგმილი არის მხარეების შეხვედრა, რომელზეც მამუკა ხაზარაძე გაემართა მზაობით და განწყობით, რომ ეს სამუშაო პროცესი გაგრძელებულიყო, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ გახარიას გუნდის მხრიდან გამოქვეყნდა განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მოლაპარაკებები ამ დროისთვის შეჩერებულია. მოლაპარაკებების რესურსი არსებობს - ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევით დასრულდება, ვინაიდან არსებობს ორივე მხრიდან გასაგები მზაობა და სწორი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი.

„ლელოს“ გუნდის მხრიდან სრული კონსენსუსი არსებობს, რომ ეს შეთანხმება შედგეს გახარიას გუნდთან.

იქამდე სანამ ამ კონსულტაციების და პრეზიდენტთან შეხვედრის მომდევნო ეტაპი შედგებოდა, ჩვენ ვნახეთ ერთი საათით ადრე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც გაჟღერებული იქნა გახარიას გუნდის პოზიცია, რაც ჩვენთვის მოულოდნელი და ამ დროისთვის, გაუგებარი იყო“, - განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია", - ნათქვამია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა