სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

„გირჩი“ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლებას ითხოვს

ნახვები: 451 „გირჩი“ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლებას ითხოვს

„გირჩი" საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლებას ითხოვს. ამ მიზნით, პოლიტიკურმა ჯგუფმა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები მოამზადა, რომელიც ბიუროს მომავალ კვირას წარედგინება.

კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლამდე გასამართ შუალედური არჩევნებისთვის, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებათ.

„პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ განუსაზღვრელი ადამიანური რესურსი, შესაბამისად, კანონმდებლობა არ უნდა ქმნიდეს დამატებით ბარიერებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიას საშუალებას არ მისცემს თავისუფლად წარადგინოს და დანიშნოს კომისიის წევრი. აღნიშნული თანამდებობის საქმიანობა არ მოითხოვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის არსებობის აუცილებლობას, ამავე წესით ჩატარდა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები, თუმცა ამ საკითხის იმგვარად მოწესრიგებას, როგორიც ეს კანონის 1963-ე მუხლით იყო, პრობლემა არ შეუქმნია. შესაბამისად, ამ კანონპროექტის არსი და მიზანიც არის კომისიის წევრის დანიშვნის წესის ცვლილება", - განმარტავენ „გირჩის" ლიდერები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა