კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის აღკვეთისა და პრევენციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა

ნახვები: 469 აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის აღკვეთისა და პრევენციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის აღკვეთისა და პრევენციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა.

როგორც „ბიბისი“ წერს, საიდუმლო სამსახურის ახალ შიდა ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის 13 ივლისს პენსილვანიის ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპზე თავდასხმის დროს საიდუმლო სამსახურის არასათანადო კომუნიკაციამ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან გაართულა მათი აგენტების მუშაობა, ასევე, გამოვლინდა რამდენი აგენტის „დაუდევრობა”, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევა.

ანგარიშში აღწერილია „კომუნიკაციის ნაკლოვანებები“ სხვადასხვა სამართალდამცავ და უსაფრთხოების სააგენტოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ტრამპის დაცვაზე.

დოკუმენტიდან ირკვევა რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა იცოდა იმ უსაფრთხოების რისკების შესახებ, რომლებსაც წარმოადგენდა ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიერ მიტინგის ჩასატარებლად შერჩეული ადგილი.

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალაქ ბატლერის ადგილობრივმა პოლიციამ, რომელიც ღონისძიების დაცვაში იყო ჩართული, არ გამოიყენა საიდუმლო სამსახურის აგენტების დამატებითი რადიოსიხშირე, ამიტომ, პოლიციელებმა არ მიიღეს სრული ინფორმაცია.

„ეს განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა ტრამპის დაცვისთვის, რომელიც არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რამდენად კონცენტრირებულნი იყვნენ შტატისა და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები თავდასხმის წინა წუთებში საეჭვო პირის ძებნაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში ასევე მიუთითებს სხვა ნაკლოვანებებზე, კერძოდ იმ ფაქტზე, რომ შენობის სახურავზე, სადაც ტრამპის მსროლელი იმყოფებოდა, წინასწარ არ იყო განთავსებული დაცვა, ხოლო სამართალდამცავებს, რომლებიც იმყოფებოდნენ იმავე შენობის მეორე სართულზე, არ ჰქონდათ კომუნიკაცია საიდუმლო სამსახურის აგენტებთან.

აღსანიშნავია, რომ საიდუმლო სამსახურის ანგარიში არ არის დასახელებული ამ შეცდომებზე პასუხისმგებელი პირები. თუმცა, როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რონალდ როუმ ჟურნალისტებს უთხრა, შიდა გამოძიებამ დაადგინა რამდენიმე აგენტი ტრამპზე თავდასხმის დროს „არ იყო სათანადოდ მობილიზებული” და ამ აგენტების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.

„ეს სასჯელი გამოყენებული იქნება ჩვენი დისციპლინარული პროცესის შესაბამისად“, – თქვა როუმ, თუმცა უარი განაცხადა დეტალების გამჟღავნებაზე.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე მოუწოდა კონგრესს, გამოყოს მეტი სახსრები ამ უწყებისთვის, რათა მან უკეთ დაიცვას სახელმწიფოს პირველი პირები.​​​​​​​​​​​​​​​​

ცნობისთვის, 13 ივლისს პენსილვანიის შტატში გამართულ მიტინგზე დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხისტი კრიტიკა და ამ უწყების დირექტორის გადადგომა მოჰყვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა