კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით

ნახვები: 525 მამუკა მდინარაძე - მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით

მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით, ვერც წარსულზე ვერ შევთანხმდებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„რატომ ვერ ჩამოყალიბდით საერთო ნარატივზე ვერ მივხვდი? შერიგების და ვირტუალური თანხმობის ნარატივს რატომ წევთ წინ, რომელიც დღის წესრიგში მის „ავტორს" არ დაუყენებია. საქართველოს პრეზიდენტი ამის ავტორი არ არის. ის სხვა თემაზე საუბრობს, თქვენ სხვა თემაზე. არ მგონია, ეს სწორი იყოს.

ის ადამიანი ჩვენც გვესაუბრა, მეც ვიყავი ერთ-ერთ შეხვედრის მონაწილე და განაცხადა, რომ გასული წლები სწორად უნდა შევაფასოთ, დასკვნები გამოვიტანოთ, მსგავსი საუბრები გვქონდა. თქვენ ამბობთ ეროვნულ თანხმობას და შერიგებას. მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით და ვერც წარსულზე ვერ შევთანხმდებით. შეიძლება საქართველოს პრეზიდენტს ისეთი განზრახვა ჰქონდეს, რაც საერთო გადაწყვეტის საკითხი იყოს. უფრო ზუსტად რომ განვმარტო, საერთო შეფასებები ყველას შეიძლება ჰქონდეს. თუ წარსულთან მიმართებაში ასეთი გადაკვეთის წერტილები იქნება კარგია, მაგრამ შერიგება და მსგავსი საკითხები არ ყოფილა",- აღნიშნავს მდინარაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა