კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურებენ განცხადებებს, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას

ნახვები: 463 კახა კალაძე - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურებენ განცხადებებს, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს არის შანტაჟი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესია.

“მაქსიმალურად მიმდინარეობს შანტაჟი. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურებენ განცხადებებს, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესებს, კონკრეტულ ნაბიჯებს - ეს არის შანტაჟი. როდესაც ვსაუბრობ უცხოეთის ჩარევაზე, სწორედ ეს ფაქტები მეტყველებს. არ უარყოფენ ექსპერტები და პოლიტიკური პარტიები, რომ რაც უფრო მოუახლოვდება არჩევნები, გამძაფრდება ამ ტიპის განცხადებები”, - აღნიშნა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა