თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

"ქართულმა ოცნებამ" ორ თვეში 8 მილიონზე მეტი შემოწირულობა მიიღო

ნახვები: 538 "ქართულმა ოცნებამ" ორ თვეში 8 მილიონზე მეტი შემოწირულობა მიიღო

საარჩევნო პარტიებმა, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 9 571 423 ლარის შემოწირულება მიიღო.

კერძოდ, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულება - 8 მილიონ ლარზე მეტი, უფრო კონკრეტულად კი 8 246 460 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში პარტიაზე 250-მდე შემოწირულება მოდის, მათგან 40-მდე პირმა „ქართულ ოცნებას“ 60-60 ათასი ლარი ჩაურიცხა.

მმართველი პარტიის შემდეგ, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება „ლელო საქართველოსთვის“ აქვს მიღებული. პარტიამ დაახლოებით 2 თვეში, 2 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 1 038 537 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის არიან პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი და ასევე, ავთანდილ წერეთელი, რომლებმაც პარტიას, შესაბამისად, 10 ათასი და 60 ათასი ლარი შესწირეს.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებას, პარტიას 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრამდე პერიოდში, 164 455 ლარი ჩაერიცხა.

პარტიას „საქართველოსთვის“, 1-ელი ივლისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 118 971 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან: ბექა ლილუაშვილი, ბერდია სიჭინავა, ნათია მეზვრიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.

საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“ კი ამავე პერიოდში თანხა მხოლოდ ივლისის თვეში აქვს მიღებული. მას სამმა შემომწირველმა, ჯამში, 3 ათასი ლარი ჩაურიცხა.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის მითითებულ პერიოდში, ორ საპარლამენტო პარტიას, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულება არ მიუღიათ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა