კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი განმარტავს, რა ნაბიჯები გადაიდგმება, თუ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები, ბიუროს გადაწყვეტილებისამებრ, 5 დღის ვადაში ფინანსურ ანგარიშებს არ წარადგენენ

ნახვები: 552 ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი განმარტავს, რა ნაბიჯები გადაიდგმება, თუ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები, ბიუროს გადაწყვეტილებისამებრ, 5 დღის ვადაში ფინანსურ ანგარიშებს არ წარადგენენ

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი განმარტავს, რა ნაბიჯები გადაიდგმება, თუ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები, ბიუროს გადაწყვეტილებისამებრ, 5 დღის ვადაში ფინანსურ ანგარიშებს არ წარადგენენ.

მისი განცხადებით, თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ანტიკორუფციული ბიურო დამატებით ზომებს მიმართავს და აღნიშნული ორგანიზაციების ხარჯებს, მონიტორინგის შედეგად, თავად დაითვლის.

„თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ეს სამწუხარო იქნება. მე დამჭირდება დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ დავითვლით აღნიშნულ ხარჯებს - მონიტორინგით. კანონი გვაძლევს საშუალებას, გამოვითხოვოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ საქმეს სჭირდება. როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის ანგარიშები“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

კუპრაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც „უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება“.

„შეხვედრები, რომ ევროპა რა კარგია, რა თქმა უნდა, ნორმალურია. ამავდროულად, ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება - მე შეიძლება მომწონდეს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია და არ მომწონდეს სხვა. მაგრამ როდესაც თანხას იხდი იმ აქტივობებში, რაც მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ, ამავდროულად კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაში თავის შეკავებისკენ, ამას არეგულირებს კანონი. კანონი აწესებს, რომ თუ ამ საქმიანობაში ხართ, ვალდებული ხართ, ამ საქმიანობაში დახარჯული თანხები საჯაროდ გახადოთ“,- განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა