კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეკა გიგაური - ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება არის ხელისუფლების პასუხი იმ კამპანიაზე, რომლის მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს

ნახვები: 531 ეკა გიგაური - ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება არის ხელისუფლების პასუხი იმ კამპანიაზე, რომლის მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს

ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და არ გვგონია, რომ აქ რაიმე პრობლემაა. როგორც ჩანს, პირიქით, ეს არის პრობლემა ხელისუფლების, რადგანაც არ მოსწონთ, რომ ასეთი კამპანია მიმდინარეობს, - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ უნდა იქნენ ცნობილნი და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს.

როგორც გიგაურმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, ფინანსური დოკუმენტების მიწოდების თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ მიუღიათ.

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი იმ კამპანიაზე, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და რომლის მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და არ გვგონია, რომ აქ რაიმე პრობლემაა. როგორც ჩანს, პირიქით, ეს არის პრობლემა საქართველოს ხელისუფლების, რადგანაც არ მოსწონთ რომ ასეთი კამპანია მიმდინარეობს. რაც შეეხება ფინანსურ დოკუმენტების მიწოდებას, ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური მოთხოვნა, შევხედავთ რას მოგვთხოვენ და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა გიგაურმა.

ინფორმაციისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს.

როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა