კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რასა იუკნევიჩიენე: სამომავლოდ შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება უვიზოს გაუქმებაზე

ნახვები: 529 რასა იუკნევიჩიენე: სამომავლოდ შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება უვიზოს გაუქმებაზე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ თუ ქვეყანაში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და "უფრო ანტიდემოკრატიულ კურსს აიღებს", მაშინ ამ ზომასაც განიხილავენ.

ის ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება სამომავლოდ იქნას მიღებული. ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ფორმულას ეთერში, გადაცემა მარტივ ფორმულაში გააკეთა. 

"რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, არ ვიცი, ამის შესახებ ინფორმაცია როდის გამოქვეყნდება, თუმცა მე სექტემბრიდან მოყოლებული თბილისში ვიმყოფები და ისიც აღვნიშნე, რომ სამომავლოდ შეიძლება იქნას მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ. ეჭვი მეპარება, რომ ახლა მოხდება, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი პირადი აზრია, თუ სიტუაცია გაუარესდება და თუ სიტუაცია კიდევ უფრო ანტიდემოკრატიულ კურსს აიღებს და თუ საქართველო უფრო დაუახლოვდება ბელარუსს ევროკავშირის ნაცვლად, მაშინ, რა თქმა უნდა", - ამბობს ევროპარლამენტარი. 

ევროპარლამენტარმა ქართული ოცნების დეზინფორმაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ტყუილები, რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ავრცელებენ არჩევნებთან დაკავშირებით, კრემლის ნარატივის მსგავსია.

ამასთან, რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს ვერანაირ ძალისხმევას ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ ევროპულ გზაზე წინ წაწევა სურთ. 

"ტყუილები, რასაც ისინი ავრცელებენ არჩევნებთან დაკავშირებით, ძალიან ჰგავს კრემლის ნარატივს. ისე ხდება, რომ ევროკავშირი ცდილობს ხანგრძლივი, გრძელვადიანი სამშვიდობო ურთიერთობების განვითარებას ევროპულ კონტინენტზე, ცდილობს დაეხმაროს უკრაინას ომში გამარჯვებაში, დაახლოებით ისევე, როგორც წარსულში ევროპული სახელმწიფოები გაერთიანდნენ ჰიტლერის დასამარცხებლად, დღესაც ანალოგიური სიტუაცია გვაქვს და ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება დებატების დროს ევროპარლამენტშიც.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, ადამიანები საქართველოდან, რომ მათ გვერდით ვართ, გვსურს დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომ იქცნენ ევროკავშირის ნაწილად.  

მე ვერ ვხედავ ვერანაირ შეტყობინებას, ვერანაირ ძალისხმევას ქართული ოცნებიდან, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ წინ წაიწიოს ევროპულ გზაზე. ეს არ არის ევროპული გზა, რასაც ვხედავთ. დღეს გვესმის სხვადასხვა ტიპის შეტყობინებები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებსაც სხვა მიმართულებით მივყავართ", - ამბობს ევროპარლამენტარი.

formula.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა