Work continues between Ramstein meetings – Pentagon
Zelensky presents Victory Plan to Italian PM Meloni
Russia prosecuting 50 Ukrainians for 'participation in Crimean Tatar battalion' - human rights activists
General Staff update: 114 combat clashes at front; situation tense in three directions
NATO Secretary General: “stop worrying about Trump presidency”
Zelensky presents Victory Plan to Macron, talks about Peace Summit
ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონს“ 16 ადამიანი ემსხვერპლა
ვოლორიმირ ზელენსკი - უკრაინა ევროკავშირის წევრი უფრო სწრაფად გახდება, ვიდრე პროგნოზირებდნენ

სხვა ქვეყნები საკუთარ ნებას უკრაინას თავს ვერ მოახვევენ, - ზელენსკი

26.09.2024 ნახვები: 252

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს არ მიიღებს სხვა ქვეყნის მიერ თავსმოხვეულ შეთანხმებას ომის დასასრულებლად, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან უკვე 31-ე თვეს ითვლის. ზელენსკიმ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩინეთის და ბრაზილიის მოტივები, შეთავაზებულ მოლაპარაკებათა დასაწყებად მოსკოვთან.

ამის ნაცვლად, ზელენსკიმ მოითხოვა ორი წლის წინ, მის მიერ შეთავაზებული წინადადების მიღება, რუსეთსა და მეზობელ უკრაინას შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენის შესახებ. საუბარია საზღვრებზე, რომელიც მოსკოვის მიერ 2014 წელს, ყირიმის დაპყრობამდე და 2022 წლის თებერვალში, მეზობელ სუვერენულ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე არსებობდა. მიმდინარე აგრესიის შედეგად, დღეს მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს აკონტროლებს.

„ჩვენ უნდა დავიცვათ გაეროს წესდება და გარანტირებული გვქონდეს ჩვენი უფლება - უკრაინის უფლება - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესახებ, ისევე, როგორც ამას ვაკეთებთ ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა: „რუსეთის საოკუპაციო ძალები უნდა გავიდნენ, რაც დაასრულებს საომარ მოქმედებებს უკრაინაში".

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „უკრაინელები არასოდეს, არასდროს არ მიიღებენ ამას. რატომ სჯერა მსოფლიოში ვინმეს, რომ ასეთი სასტიკი კოლონიური წარსული, რომელიც დღეს აღარავის შეეფერება, შეიძლება ახლა უკრაინას მოახვიონ თავს“?

193 წევრისგან შემდგარ ასამბლეაზე, ზელენსკიმ ჩინეთის და ბრაზილიის შუამავლობაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „როდესაც ჩინურ-ბრაზილიური დუეტი ცდილობს გუნდური ხმების შეკვრას ვინმესთან ევროპასა და აფრიკაში, რათა წარმოადგინოს სრული და სამართლიანი მშვიდობის ალტერნატივა, ისმის კითხვა: რა არის სინამდვილეში მათი ინტერესი... ყველამ უნდა გაიგოს - საკუთარ ძლიერებას უკრაინის ხარჯზე ვერ გაზრდით... მსოფლიომ უკვე გამოიარა კოლონიური ომები და დიდ ძალაუფლებათა შეთქმულებები მათ ხარჯზე, ვინც უფრო მცირე ზომის იყო".

ზელენსკის თქმით, დღეს ყველას ესმის, მათ შორის "ჩინეთს, ბრაზილიას, ევროპულ ქვეყნებს, აფრიკულ სახელმწიფოებს თუ ახლო აღმოსავლეთს, ყველამ გაიგო, თუ რატომ უნდა დარჩეს ეს წარსულში", ამიტომაც არც უკრაინელები მიიღებენ ამას. შესაბამისად, ზელენსკის განცხადებით, რაკი რუსეთმა "ვერ შეძლო ჩვენი ხალხის ბრძოლის ველზე გატეხვა", ახლა მათი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "სხვა გზებს ეძებს, რომ უკრაინული სული გატეხოს".

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას ერთი დღით ადრე, წინ უძღოდა მისი გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. 24 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს ზელენსკიმ განუცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებებით შეუძლებელია. მისი თქმით, მოსკოვი უნდა აიძულონ მშვიდობისკენ ნაბიჯი გადადგას. მან დასავლეთის ლიდერებისგან მხარდაჭერა მოითხოვა, რათა ომის დასასრულებლად განხორციელდეს ის, რასაც თავად უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ უწოდებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა