კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კამალა ჰარისი - წინადადებები უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით არ არის სამშვიდობო წინადადებები

ნახვები: 454 კამალა ჰარისი - წინადადებები უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით არ არის სამშვიდობო წინადადებები

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის განცხადებით, წინადადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიის ნაწილი დათმოს, მიუღებელია.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ჰარისმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის პირველ სამიტზე მან ზელენსკის უთხრა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს უკრაინის ხედვას ომის დასრულების შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, ეს უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის ხალხის ნებას და გაეროს წესდების პრინციპებს.

„თუმცა, გულწრფელად გაგიზიარებთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩემს ქვეყანაში არიან ისეთები, რომლებიც, ნაცვლად ამისა, აიძულებენ უკრაინას დათმოს სუვერენული ტერიტორიის დიდი ნაწილი, მოითხოვენ უკრაინის ნეიტრალიტეტზე დათანხმებას. ეს წინადადებები იგივეა, რაც პუტინის და მოდით ვიყოთ მკაფიო: ეს არ არის სამშვიდობო წინადადებები, ეს არის წინადადებები კაპიტულაციისთვის, რომელიც სახიფათო და მიუღებელია“, - აღნიშნა ჰარისმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი კამალა ჰარისს ვაშინგტონში შეხვდა და უკრაინის "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა