კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თამარ კორძაია - ირაკლი კობახიძე უღირსი პრემიერ-მინისტრია იმიტომ, რომ ცდილობს მოქალაქეებში შიში დათესოს

ნახვები: 548 თამარ კორძაია - ირაკლი კობახიძე უღირსი პრემიერ-მინისტრია იმიტომ, რომ ცდილობს მოქალაქეებში შიში დათესოს

კობახიძე იტყუება, ის არის უღირსი პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ ცდილობს საქართველოს მოქალაქეებში შიში დათესოს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებში სიბრაზე არის დაგროვილი, რადგან პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას უღირსად ელაპარაკება.

„ირაკლი კობახიძე ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ არის მთავარი დეზინფორმატორი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ლაპარაკობს ტყუილებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მისი გამოსვლა, რომელიც ეხება საქართველოში შინა საქმეებში ჩარევას არის მანიპულაციური. ძალიან უნდა ეცადო, როდესაც გაერო-ს ტრიბუნიდან ოკუპაციაზე ლაპარაკობ და რუსეთი არ ახსენო. ძალიან უნდა დაიძაბო, რომ ოკუპაციაზე ლაპარაკობდე და რუსეთი არ წამოგცდეს. მან ეს მოახერხა. მას ჰგონია, ვერ ვხვდებით, რომ რუსეთის დავალებებს ასრულებს? ძალიან კარგად ვხვდებით და ამას საქართველოს მოქალაქეებიც ხვდებიან და 26 ოქტომბერს გასცემენ პასუხს“, - განაცხადა კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა