კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეისთვის კორონავირუსის სრული მონაცემების ატვირთვა ვერ მოხერხდა-ამირან გამყრელიძე

ნახვები: 432 ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეისთვის კორონავირუსის სრული მონაცემების ატვირთვა ვერ მოხერხდა-ამირან გამყრელიძე

პიკის პერიოდში ვართ და ამ პიკის გადავლის ეტაპი მაინც ვფიქრობთ, ამ კვირაში უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების დღეს გამოვლენილი რაოდენობა, რაც ვებგვერდზე არის ასახული, არ ასახავს რეალობას, რადგან პორტალზე ტექნიკური სამუშაოების გამო, ყველა მონაცემი არ არის ატვირთული.

„შაბათ-კვირას, როგორც იცით, მიმართვიანობა ისედაც ნაკლებია. კიდევ იყო ტექნიკური პრობლემები პორტალზე მონაცემების ატვირთვასთან დაკავშირებით, რადგან პორტალის განახლება მიმდინარეობდა შაბათ-კვირას, ამიტომ დღევანდელი მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ.

სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომიკრონის ცირკულაციის ფონზე, თანდათანობით დაიწყება კლება. დღეს არის 4 000 შემთხვევა და სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება.

ეს ინფიცირების ციფრი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სადღაც 40% .

რეალურად, პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები. ამიტომ ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა. ხვალ იქნება განახლებული მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებსაც",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა