კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - ჩვენ არასოდეს მოვიხდით ბოდიშს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის

ნახვები: 530 გიორგი ვაშაძე - ჩვენ არასოდეს მოვიხდით ბოდიშს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის

ბიძინა და მისი კლანი ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყიდიან, - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ბოლო შანსია.

“ბიძინა და მისი კლანი ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყიდიან. ჩვენ არასოდეს მოვიხდით ბოდიშს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ხელისუფლება, რომელიც დღითიდღე სულ უფრო იშლება, გვპირდება მხოლოდ სიღარიბეს და იზოლაციას. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ბოლო შანსი, საქართველო დამოუკიდებელი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს, სადაც ევროპული სიკეთეები აისახება თითოეულ ქართულ ოჯახზე.

როცა ერთად ვართ, ვიმარჯვებთ!“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. კალაძის თქმით, ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად საქართველოს ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა