კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თელმიკოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს

ნახვები: 441 თელმიკოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს

თელმიკოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს. დავალება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა.

ღარიბაშვილის თქმით, სამსახური სემეკთან ერთად მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთვება.

"ვიცი, რომ ამ საკითხზე სემეკმა დაიწყო შესწავლა და გააკეთა განმარტება, რომ მათი სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს თელმიკოსა და თელასის მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს, მაგრამ სრული სურათის დასადგენად მე მივიღე გადაწყვეტილება და მინდა, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ თელმიკოს მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგი", - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს სწავლობს.

ამ დროისთვის სემეკში 700-მდე საჩივარია შესული. საჩივრები დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს შეეხება - მოქალაქეების თქმით, მათ არაადეკვატურად გაზრდილი თანხა დაერიცხათ - საშუალო სტატისტიკურ ოდენობაზე მრავალჯერ მეტი.

თელმიკოს და თელასის მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდებათ. მათი შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.

ბოლო რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს იღებენ.

თელმიკოს განცხადებით, ეს დეპოზიტის დარიცხვის გამო მოხდა, თუმცა ახლა მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეჩერდა.

დეპოზიტზე თანხის დარიცხვა გულისხმობს იმას, რომ: კანონის თანახმად, თუ ყოველი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ გადააცილა გადახდის ვადას, ან თუ მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას დეპოზიტზე თანხის შეტანა.

ამასთან, თელმიკოს კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის, თეა ნოზაძის თქმით, "1 წლის განმავლობაში მთავრობა ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა, რაც იანვრიდან აღარ ხდება და ესეც ქმნის [ტარიფის ზრდის] შთაბეჭდილებას".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა