კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა ნათელაშვილს კორონა აქვს და ამ დროს პარლამენტიდან ადამიანის გაგდება სძაგს უფალს-იაგო ხვიჩია

ნახვები: 642 შალვა ნათელაშვილს კორონა აქვს და ამ დროს პარლამენტიდან ადამიანის გაგდება სძაგს უფალს-იაგო ხვიჩია

ოპოზიციონერ დეპუტატ, „გირჩის" წევრ იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყვიტოს.

„იმის მიუხედავად, მომწონს და მოგვწონს თუ არა ჩვენი კოლეგები, ეს ადამიანები პარლამენტში ჩვენ არ აგვირჩევია, ისინი აქ ქართველმა ხალხმა შემოიყვანა და ახლა ხალხი ვალდებულიც კი არის, სამი წლის განმავლობაში მათ უყურონ. შალვა ნათელაშვილს კორონა აქვს და კორონას დროს პარლამენტიდან ადამიანის გაგდება სძაგს უფალს. ელენე ხოშტარიას პარლამენტში მუშაობის გაგრძელება თავად არ უნდა. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, „ქართული ოცნების" თავში რა ხდება, ღმერთმა იცის, მაგრამ მგონი, ბადრი ჯაფარიძის საკითხი ასე მძაფრად ახლა არ დგას", - განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

„ქართული ოცნება" უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე სამი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კი საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა