Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 401 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს-მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს სარჯველაძემ განუცხადა, 5 ივლისის მოვლენებზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს და „დამატებითი ასპარეზების შექმნა საჭირო არ არის".

„დამატებითი ასპარეზების შექმნა რაღაც საკითხებზე საჭირო არ არის, რადგან უკვე მიმდინარე სამართალგამოძიება გვაქვს. კომისიის შექმნის საჭიროებას ნამდვილად ვერ ვხედავ", - განაცხადა სარჯველაძემ.

5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით ბიუროს სხდომას დღეს დადგენილების პროექტი წარედგინება. კომისიის შექმნას „რეფორმების ჯგუფი" ითხოვს. დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ კომისიის მუშაობის მიზნად უნდა განისაზღვროს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეში დარღვევა; მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა, თავდასხმა. ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მედიასაშუალებებზე სავარაუდო კიბერშეტევები და სავარაუდო ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების შესაძლო კავშირი რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც იყენებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რეგლამენტის მიხედვით, კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, მისი უფლებამოსილების ვადა - სამი თვით განისაზღვრება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა