კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ

ნახვები: 509 გაბრიელიუს ლანდსბერგისი - საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ

სერიოზულად შეშფოთებული ვართ საქართველოში არსებული სიტუაციით. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ეს ქმედებები ევროპის საბჭოს ღირებულებებს არ შეესაბამება.

„ეს არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს. ეს არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ღირებულებებს. ამიტომ მოვუწოდებ ქართველ დეპუტატებს და დიპლომატებს, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში არიან, აიღონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ევროპის გზას დაუბრუნდეს“, - აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა