კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-ს შეუძლია დრონებისა და რაკეტების ჩამოგდება უკრაინის საჰაერო სივრცეში, როგორც ეს ახლო აღმოსავლეთში ხდება

ნახვები: 533 ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-ს შეუძლია დრონებისა და რაკეტების ჩამოგდება უკრაინის საჰაერო სივრცეში, როგორც ეს ახლო აღმოსავლეთში ხდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს შეუძლია დრონებისა და რაკეტების ჩამოგდება უკრაინის საჰაერო სივრცეში, როგორც ეს ახლო აღმოსავლეთში ხდება, თუმცა მოკავშირეებს შორის ამ საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის.

აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ კიევში ვიზიტით მყოფ ნატო-ს ახალ გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა მოლოდინი, რომ ალიანსის ქვეყნები შეცვლიან პოზიციას უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვასთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს პრინციპულ განსხვავებას ისრაელისა და უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას შორის.

„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებზე და მეზობლებთან ურთიერთქმედებაზე. ჩვენ ვხედავთ, კერძოდ, როგორ ხერხდება ახლო აღმოსავლეთში ადამიანების სიცოცხლის დაცვა მოკავშირეების ერთიანობის წყალობით. ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსულ და ირანულ რეჟიმებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხზე ნატო-ში პოზიცია შეიცვლება.

„პარტნიორების მეტი გადაწყვეტილება ჩვენს რეგიონში. ეს არის ის, რაც საჭიროა რუსული ტერორის დასასრულებლად. მომავალშიც გავაგრძელებთ პარტნიორების დარწმუნებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა