კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მითხრეს, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები კვირაში ერთხელ აღარ, თვეში ერთხელ იქნება-სააკაშვილი

ნახვები: 658 მითხრეს, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები კვირაში ერთხელ აღარ, თვეში ერთხელ იქნება-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები შეეზღუდა და არა კვირაში ერთხელ, არამედ, თვეში ერთხელ ექნება.

"ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა, კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება. რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე.

მე ასეთები არამხოლოდ არ შემხვედრია, არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა. დარწმუნებული ვარ, ესეც დაემატება უკრაინის პროკურატურის ან უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში აღძრულ საქმეებს", - წერს ის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა