კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის ჰელსინკის კომისია- საქართველოს მთავრობა რუსული და არალიბერალური ორბიტისკენ არის გადახრილი

ნახვები: 520 აშშ-ის ჰელსინკის კომისია- საქართველოს მთავრობა რუსული და არალიბერალური ორბიტისკენ არის გადახრილი

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა რუსული და არალიბერალური ორბიტისკენ არის გადახრილი. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარებაა მიმოხილული, კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის პრორუსული პოზიციისკენ გადახრა შეშფოთებას იწვევს.

ჰელსინკის კომისიამ სამხრეთ კავკასიაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმ კურსზე, რომელიც აშშ-მა უნდა განახორციელოს, რათა რეგიონში დემოკრატია გაძლიერდეს და რუსეთის მცოცავ გავლენას დაუპირისპირდეს.

"სამხრეთ კავკასია სტრატეგიული დანის წვერზეა. რადგანაც რუსეთი ცდილობს რეგიონში თავისი გავლენა შეინარჩუნოს რეგიონული კონფლიქტების გაღვივებით, აშშ-მა და ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გადახედონ თავიანთ მიდგომას.

სომხეთი, ისტორიულად რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე, შორდება მოსკოვს. ამავე დროს, აზერბაიჯანი აძლიერებს თავის კავშირებს და ამას აბალანსებს NATO-ს წევრ თურქეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობითა და ხანგრძლივი ურთიერთობით.

ამავე დროს, საქართველოში ქართული ოცნების მთავრობა რუსეთისკენ და არალიბერალური ორიენტაციისკენ გადაიხარა და, როგორც ჩანს, მან გვერდი აუარა თავისი ხალხის პროდასავლურ განწყობებს. პრორუსული პოზიციისკენ ეს გადასვლა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

აშშ-მა კავკასიის მიმართ ორმხრივი მიდგომა უნდა გამოიყენოს, გააძლიეროს ანგარიშვალდებულების ზომები დემოკრატიული უკუსვლისთვის, ამავე დროს, უზრუნველყოს მექანიზმები უფრო ღრმა, უფრო ძლიერი ინტეგრაციისთვის დასავლურ ინსტიტუტებთან. წინსვლის გზა არის ის, რაც ჩვენ ერთად უნდა გავკვალოთ", - აღნიშნავს ჰელსინკის კომისია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა