კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელის როლს ასრულებს სისხლის ლაქებზე - ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია

ნახვები: 518 გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელის როლს ასრულებს სისხლის ლაქებზე - ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია

სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის რუსთაველის გამზირს, ჯერ არ გასულა - სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

როგორც ვოლსკი განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია.

„ეს სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის რუსთაველის გამზირს, არ გასულა ჯერ, არც ჭრილობები შეხორცებულა. სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს ამ სისხლის ლაქებზე, რომ არ ჩანდეს რაც დახვეწილი მეთოდი იყო მაშინ, როდესაც ხალხს აწამებდნენ. დღეს ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია. მისთვის კონსტიტუცია არ არსებობს, წმინდა პოლიტიკური მოღვაწეა, წარმატება ნაკლებად“, - აღნიშნა ვოლსკმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.

ამასთან, პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში მთავრობის დაკომპლექტებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას თემას აქტიურად განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა