Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

გიორგი მარგველაშვილი - სამშობლო უნდა გადავარჩინოთ

ნახვები: 510 გიორგი მარგველაშვილი - სამშობლო უნდა გადავარჩინოთ

იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და 1000-ლარიანი პენსია ექნება ყველას, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა წალენჯიხაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს უთხრა, რომ ქვეყანა დატოვონ და შვილები „სკაიპით“ ზარდონ.

„ფარნავაზმა და ქუჯი ერისთავმა ერთიანი საქართველო შექმნეს თანხმობით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში იქნებოდა დაქუცმაცებული, დაყოფილი, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ დაგეშილი, მუდმივად ერთმანეთის ჩაძირვაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა. ვერ წარმომედგინა, რომ ქვეყნის მშენებლობის ნაცვლად დავიწყებდით ერთმანეთის მტრობას, ბოლოს მივიდოდით იმ კატასტროფამდე, რასაც ჰქვია ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდა. ეს ვერ წარმომედგინა!

ამის საპირისპიროდ ვხედავ, რომ ჩვენ ვერთიანდებით, ეს კოალიცია, სადაც გამარჯვების იმედით ვიბრძვი, ეს ჯგუფი თანხმობით შეიქმნა, მიზნების გააზრებით, რის გამოც სრულიად განსხვავებული ემოციის ხალხი გავერთიანდით, რათა სამშობლო უნდა გადავარჩინოთ. რეალურად უნდა მივცეთ ახალი არჩევანი იმ ხალხს, ვისაც 12 წელი, ყველაფერზე უჩიჩინებენ: "'ხმა არ ამოიღო“, „ხმა ჩაიკმინდე“, "თუ რუსის ჩექმას არ ალოკავ ქვეყნის მტერი ხარ".

შევადაროთ, რას აკეთებდა ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე და რა გააკეთა ბიძინამ. ანაკლიის პორტის გაქაჩვა საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად ნიშნავს რეალურ გარანტიებს, უსაფრთხოებისასაც. აკეთებდნენ ბადრი და მამუკა და ბიძინამ გააჩერა ეს. „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, წადით საქართველოდანო, იშრომეთ პოლონეთში და ასე შემდეგ, შვილები ზარდეთ „სკაიპით“. „ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთა და პრეზიდენტს პენსია მოუხსნა, იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და 1000-ლარიანი პენსია ექნება ყველას. ეს არის რასაც აკეთებს ხელისუფლება - დაშლა, დაქუცმაცება, ჩაძირვა, გაღატაკება. მეორეა რაც ჩვენს კოალიციაში განხორციელდა - გაერთიანება, ერთი ძალით, ერთ მუშტად ყოფნა. ამას ბოლომდე გავიტანთ!- აღნიშნა მარგველაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა