კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა - საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე ამ ეტაპზე, როდესაც ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა, ნაადრევი იქნება

ნახვები: 507 თინა ბოკუჩავა - საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე ამ ეტაპზე, როდესაც ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა, ნაადრევი იქნება

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არის შეთავაზება, რომ კონსულტაციები გაიმართოს.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ ეტაპზე მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს საკითხი პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა.

„გვაქვს ეს შემოთავაზება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან, რომ კონსულტაციები გავმართოთ. ბუნებრივია, ჩვენ ამგვარი კონსულტაციებისთვის მზად ვართ. ჩვენ "ქართული ქარტიის" ხელმომწერი ვართ, რომელიც არის ერთგვარი გზამკვლევი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ამიტომ, თავისთავად, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, თუმცა ვფიქრობ, საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე ამ ეტაპზე, როდესაც ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა, ნაადრევი იქნება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტვ „პირველთან“ ინტერვიუში კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან ორშაბათიდან დაიწყებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა