კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - როდესაც ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, არ შეგვიძლია იმავდროულად მეომარ მხარეებს იარაღი მივაწოდოთ

ნახვები: 506 საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - როდესაც ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, არ შეგვიძლია იმავდროულად მეომარ მხარეებს იარაღი მივაწოდოთ

ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძალის გამოყენებამ გზა უნდა დაუთმოს დიალოგისა და დიპლომატიის გამოყენებას, - The Times of Israel-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამიტომ საფრანგეთი, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები, მოუწოდებს ღაზას, ისევე როგორც ლიბანს, ცეცხლის შეწყვეტისკენ და როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, არ შეგვიძლია იმავდროულად მივაწოდოთ თავდასხმითი იარაღი მეომარ მხარეებს. ეს არის თანმიმდევრულობის საკითხი“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზას სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონის ამ განცხადება სამარცხვინო უწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა