კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქარიშხალ „მილტონის“ მიახლოების გამო, ჯო ბაიდენმა ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ნახვები: 500 ქარიშხალ „მილტონის“ მიახლოების გამო, ჯო ბაიდენმა ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაემორჩილონ ევაკუაციის ბრძანებას ქარიშხალ „მილტონის“ მიახლოების გამო.

ბაიდენის შეფასებით, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

„შეიძლება, ეს იყოს ყველაზე საშიში ქარიშხალი, რომელიც ფლორიდას ბოლო საუკუნეში დაატყდა თავს. ღმერთმა ქნას, ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ამჟამად ასე ჩანს“, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება დაამტკიცა და ავიაკომპანიებს მოუწოდა, ფასები ხელოვნურად არ გაზარდონ.

ცნობისთვის, ქარიშხლის მოსალოდნელი მოახლოების გამო ფლორიდაში მილიონზე მეტი ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. სავარაუდოა, რომ ქარიშხალი ფლორიდის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ტამპას დაატყდება.

მოსალოდნელი საფრთხის გამო შეერთებულ შტატებში 1500-ზე მეტი ფრენა უკვე გაუქმებულია.

შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში შტორმ „ჰელენის“ შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან . სტიქიას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა