კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას-ხატია დეკანოიძე

ნახვები: 348 ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას-ხატია დეკანოიძე

„ქართული ოცნება" აპირებს, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში საპარლამენტო მანდატი ჩამოართვას დეპუტატებს, რომლებიც ქვეყანაში რეალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, არავითარ შემთხვევაში, ქართული ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" აქვს მცდელობა, დაასუსტოს ოპოზიცია არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ყველგან, რადგან ოპოზიციის გამარჯვების ეშინია.

„ქართული ოცნება", რომელიც წარმოადგენს ერთი ადამიანის სამსახურში მყოფ დაჯგუფებას, კვლავ არის დაკავებული პოლიტიკური ქურდობით და წვრილმანი პოლიტიკური თაღლითობით. დღეს აპირებენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული, საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში საპარლამენტო მანდატი ჩამოართვან იმ დეპუტატებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში რეალურ ოპოზიციას. ეს წვრილმანი თაღლითობა და ქურდობა არის რეალური მაჩვენებელი მათი უსუსურობის, შიშის გარდა ამისა, იმ მცდელობის, თითქოს დაასუსტონ ოპოზიცია, არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ყველგან, რადგან მათ ეშინიათ ოპოზიციის გამარჯვების, აქ და ყველა წარმომადგენლობით ორგანოში, ამის მაგალითია ზუგდიდი, წალენჯიხა, წალენჯიხა, ბათუმი, რუსთავი.

გარდა ამისა, ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც, „ქართული ოცნება" სჩადის ამ წვრილმან თაღლითობას და ქურდობას, არის ის, რომ ნამდვილად ეშინიათ საგამოძიებო კომისიის, რომელიც უახლოეს დღეებში შემდეგ სესიაზე უნდა შექმნილიყო საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში.

ჩვენ არა ერთხელ, კოლეგებთან ერთად, მათ შორის ბადრი ჯაფარიძესთან, შალვა ნათელაშვილთან ერთად, რომელიც აპირებდა პარლამენტში შემოსვლას, არა ერთხელ ვთქვით, რომ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის ინიციატივას, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის და ღირსებაშემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ამ კომისიის შექმნამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ მანდატები ჩამოართვას ბადრი ჯაფარიძეს, რომლის მიმართაც ძალიან დიდი ხანია, ხორციელდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. ჩვენ, ჩვენი პარტია და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" მივიჩნევთ, რომ ამ მანდატის ჩამორთმევა ნიშნავს გაგრძელებას ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების და ასევე შალვა ნათელაშვილს, რომელიც რეალურად მზად იყო თავისი პარტიის ინტერესები წარმოადგინა პარლამენტში.

მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას", არავითარ შემთხვევაში, საქართველოში, არა მხოლოდ ამ წარმომადგენლობით ორგანოში, არამედ ნებისმიერ ქალაქში, ქართული ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას.

საჯაროდ და ღიად მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას" და ყველას, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმისთვის, რომ ჩვენს საქართველოს პარლამენტში ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით ბადრი ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რომელიც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე მიანიჭა პოლიტიკურ პარტიებს. ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა