კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან სანიკიძე - სად ურევს რამეს „ნაციონალური მოძრაობა“? თუ ვინმე ამ ქვეყანაში რამეს ურევს, ეს არის „ქართული ოცნება“

ნახვები: 561 ლევან სანიკიძე - სად ურევს რამეს „ნაციონალური მოძრაობა“? თუ ვინმე ამ ქვეყანაში რამეს ურევს, ეს არის „ქართული ოცნება“

სად ურევს რამეს „ნაციონალური მოძრაობა”? თუ ვინმე ამ ქვეყანაში რამეს ურევს, ეს არის „ქართული ოცნება” - მათ გარდა არავის უნდა ომი, ურთიერთდაპირისპირება და შუღლის გაღვივება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

სანიკიძის თქმით, ქვეყნის მშვიდობის გარანტი, მხოლოდ ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების ნაწილად ყოფნა იქნება.

„სად ურევს რამეს „ნაციონალური მოძრაობა”? მგონი, ამ ქვეყანაში თუ ვინმე რამეს ურევს, ეს არის „ქართული ოცნება”, სანქცირებული „ხარებას” ზონდერ-ჯგუფებით რომ აპირებენ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ამ ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა მოხდება, თუკი ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების ნაწილი გახდება. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობის გარანტი. შეუძლებელია, ოკუპანტი, ანუ რუსეთი, იყოს მშვიდობის გარანტი. ამ ვითარებაში, მათი მხრიდან ნებისმიერი გზავნილი მშვიდობასთან დაკავშირებით, მათ შორის, სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებით, არის მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების საპირისპირო იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არავის არ უნდა ომი, არავის არ უნდა ურთიერთდაპირისპირება და შუღლის გაღვივება გარდა ერთი პოლიტიკური პარტიისა, რომელსაც „ქართული ოცნება” ჰქვია”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა