კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

70 სხდომა აქვთ გაცდენილი, ეს არის უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტის-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 386 70 სხდომა აქვთ გაცდენილი, ეს არის უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტის-შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რეგლამენტის თანახმად, ვალდებული არიან, რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხი პირველ საკითხად განიხილონ.

„ვიდრე ეს საკითხი არ განიხილება და კენჭი არ ეყრება, სხვა საკითხებზე დღის წესრიგით ვერ გადავალთ. ეს არის ჩვენი ვალდებულება, სხვა ვარიანტი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მოხდეს ამ საკითხის განხილვა. სხდომათა დარბაზში ამ საკითხზე დებატებიც გაიმართება და მოსაზრებებს ყველა გამოთქვამს. ერთ საკითხს დავაფიქსირებ მხოლოდ - დღეს გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის 70-ე პლენარული სხდომა. ორ დეპუტატს, რომელზეც დღეს არის საუბარი, 70 სხდომა აქვთ გაცდენილი. ჩემი აზრით, ეს არის უპირველეს ყოვლისა უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტის, როგორიც არის პარლამენტი და ასევე საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემულობა; ეს საკითხი მათ საკუთარ ამომრჩეველთან უნდა გაარკვიონ, თუმცა ვფიქრობ, ამაში კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ 70 სხდომა, ანუ არც ერთ სხდომაზე არდასწრება ეს არის უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტის, რომელსაც ჰქვია პარლამენტი. გვექნება შესაძლებლობა, სხდომათა დარბაზში ამ საკითხზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ოთხი დეპუტატის - კახა კუჭავას, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა