კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით გამყრელიძე - ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც

ნახვები: 544 დავით გამყრელიძე - ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც

ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის, შემდეგ ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამით თავიდან იქნება არიდებული უხერხულობა, რაც მისი აზრით, პროცესში ამომრჩეველს ექმნება.

კერძოდ, გამყრელიძემ განმარტა, რომ ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე ჩანაწერი თავის დროზე "ქართული ქარტიიდან" კონსულტაციების ეტაპზე ამოიღეს, რადგან მაშინ პარტიებმა, მათ შორის მამუკა ხაზარაძემ, პირობა დააყენა, რომ ამომრჩეველს აქვს არჩევანის პრეროგატივა, შესაბამისად "წინასწარ ნუ მოვახვევთ თავს კანდიდატურებს".

"26 ოქტომბერს გვაქვს არჩევნები. შემდგომ 26 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 26 დღისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს შემაჯამებელ ოქმებს. მანამდე რაც არ უნდა მოინდომო, არის პროცედურები - სასამართლო, ყველა დონის კომისიების გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, შემდგომ 10 დღის განმავლობაში ხდება სხდომის მოწვევა და პირველი სხდომის ჩატარება, რომლის შემდეგაც კონსტიტუციის თანახმად, პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას ეძლევა საშუალება, რომ დაასახელოს პრემიერი და სამთავრობო გუნდი, ორი კვირა აქვს ამისთვის, მერე კენჭისყრა.. თუ მას არ აქვს შესაბამისად, ნახევარზე მეტი მანდატი, იწყება ისევ ორკვირიანი პერიოდი იმისთვის, რომ პარლამენტის წევრების მესამედზე მეტმა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი, შესაბამისი მთავრობა და უყარონ კენჭი. თვე-ნახევარი გავიდა ამასობაში. შესაბამისად, მთავარი წუხილი, რასაც პრეზიდენტი ამბობს სწორედ ტექნიკურ მთავრობასთან, პრემიერთან თუ ა.შ. მიმართებით არის მისი, ასე ვთქვათ, ეჭვი, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ ერთობლივ კანდიდატზე შეთანხმებას, ამიტომ ის თვლის, რომ მას უნდა ჰქონდეს ეს უფლება და ჰქონდეს ახლავე.

სიმართლე ვთქვათ, რომ ქარტიაში არჩევნებამდე ეს საკითხი შეგნებულად არ ჩაიწერა. იყო საუბარი ამაზეც, ტექნიკურ მთავრობაზეც, მაგრამ შემდეგ წინასწარი კონსულტაციების დროს ეს შეგნებულად ამოიღეს იმიტომ, რომ თავიდანვე პარტიებმა, მათ შორის მამუკა ხაზარაძემ, როგორც “ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარემ, დააყენა ეს პირობა, რომ ამომრჩეველს აქვს პრეროგატივა. ეს დღე არის ერთადერთი დღე, როდესაც ძალაუფლება გადადის ხალხის ხელში და მოდი, ჩვენ წინასწარ ნუ მოვახვევთ თავს კანდიდატურებს. დაახლოებით თვე-ნახევარი, ჩვენ მზად ვართ და ყველანი ოპოზიციაში მზად ვართ სახალხოდ, ხალხის და პრეზიდენტის წინაშე დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც ნათელი იქნება კომპოზიცია, თუ ჩვენ გარკვეული ვადის, თუნდაც სამი კვირის ვადაში, ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთპრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც. ეს ხომ ყველა პრობლემას ხსნის? ამავე დროს ამომრჩეველსაც არ აყენებს უხერხულ მდგომარეობაში", - განაცხადა გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა