კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე გამარჯვების გეგმას წარადგენს

ნახვები: 528 ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე გამარჯვების გეგმას წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17-18 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტზე ისაუბრებს, სადაც ის გამარჯვების გეგმას წარადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან კომუნიკაციით დავიწყეთ, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ და კომენტარი გააკეთა გამარჯვების გეგმის ელემენტებზე, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი წარადგენს მომდევნო ევროპულ საბჭოზე წარადგენს“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე უკრაინის სამშვიდობო ფორმულის ხელშეწყობისა და შევსების თემასაც შეეხენ. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა უნდა გაძლიერდეს პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, რათა ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების დაწყება აიძულოს, მაგრამ, ამავე დროს, დიალოგის პერსპექტივას "ძალიან შორეული" უწოდა:

„მიგვაჩნია, რომ მშვიდობა არ უნდა აგვერიოს კაპიტულაციაში“, - აღნიშნა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა