Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ამირან გამყრელიძე - „ომიკრონთან“ საბრძოლველად მთავარ იარაღად რჩება პირბადე

ნახვები: 1040 ამირან გამყრელიძე - „ომიკრონთან“ საბრძოლველად მთავარ იარაღად რჩება პირბადე

დააადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურების ნიშნები ჩანს, თუმცა ამან ხალხი არ უნდა გაათამამოს.

მისივე თქმით, დღეს „ომიკრონის" წინააღდეგ ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის პირბადე და ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ პირბადის ტარების ვალდებულება კიდევ დიდხანს არ გაუქმდება არც ღია და არც დახურულ სივრცეებში.

„უკვე გამოჩნდა ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია. ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს. შემთხვევების რაოდენობა კვლავაც ბევრია, ადამიანები ინფიცირდებიან და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, სადაც არის თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასევე ასაკი, 50-დან 60 წლის ზემოთ, სწორედ იქ გვაქვს გართულებები და ფატალური გამოსავლები.

დღეს მწოლიარე 6 000 პაციენტიდან 95-პროცენამდე არის აუცრელი. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა, განსაკუთებით ბუსტერი, იცავს „ომიკრონის" შემთხვვევაში გართულებისგან და ფატალური გამოსავლისგან. დღეს „ომიკრონთან" საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება - პირბადე და ვაქცინაცია. ამიტომ პირბადეს ჩვენ ჯერჯერობით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შეველევით. ეს ჯერჯერობით ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი უნდა გახდეს. „ომიკრონი" და კოვიდინფექცია არ მორჩება ერთ დღეს. არ იქნება, გავიღვიძებთ ხვალ და არ იქნება პანდემია, ეს ნელ-ნელა უნდა მინელდეს. იცით, არის ძირითადი შეხედულება, რომ კორონავირუსი გადაიქცეს ენდემურ სეზონურ ინფექციად. ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ. უნდა ვიყოთ ფრთხილად.

როგორც გითხარით, პანდემიის დასრულების გზა გადის ორ რამეზე, ეს არის პირბადის ტარება და ვაქცინა. სხვა ჯერჯერობით არ არის. ახლა მალე იქნება წამალი, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დაგიდასტურდათ, მიიღებთ პირველი ხუთი დღე და 90 პროცენტით იქნება ადამიანი დაცული ჰოსპიტალიზაციისგან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა