კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - ბოდიში, ჩვენ უცხო პლანეტიდან ჩამოსული ხელისუფლება ხომ არ ვართ, ჩვენ ვართ ხალხის მანდატით აღჭურვილი ხელისუფლება - ხვალ, ხალხი დაანახებს ყველას, როგორია გარედან თითის ქნევა

ნახვები: 451 შალვა პაპუაშვილი - ბოდიში, ჩვენ უცხო პლანეტიდან ჩამოსული ხელისუფლება ხომ არ ვართ, ჩვენ ვართ ხალხის მანდატით აღჭურვილი ხელისუფლება - ხვალ, ხალხი დაანახებს ყველას, როგორია გარედან თითის ქნევა

ჩვენ ამოვდივართ არა იქიდან ვინ, რას ამბობს - ასეთი გადაცემა იყო 90-იან წლებში „ამბობენ“, „ამბობენ-ზე“ კი არ ვართ ჩვენ, ჩვენ ჩვენი თვალები გვაქვს და ამ თვალებით ვხედავთ, ჩვენი ყურები გვაქვს და ამ ყურებით გვესმის, ჩვენი გონება გვაქვს იმისთვის, რომ განვსაჯოთ, რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მსოფლიო მედია „ქართულ ოცნების“ შესახებ საუბრობს, როგორც რუსებზე და რას ნიშნავს ასეთი გამოხმაურებები.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ასე გამოხმაურებები აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს და ყველაფერზე პასუხი იქნება ხვალ, 26 ოქტომბერს.

„ხვალ, ქართველი ხალხი დაანახებს ყველას შიგნითაც და გარეთაც, როგორია გარედან თითის ქნევა, როგორია ქართველებისთვის მტრების წოდება და როგორია ქართველ ხალხზე დეზინფორმაციის გავრცელება. ყველაფერ ამაზე პასუხი იქნება ხვალ, საღამოს 8 საათზე.

ბოდიში, ჩვენ უცხო პლანეტიდან ჩამოსული ხელისუფლება ხომ არ ვართ, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი ხელისუფლება, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის ხელისუფლება, ასე ფიქრობენ დემოკრატიული ადამიანები და ვინც ხალხს და ხელისუფლებას ერთმანეთისგან აცალკევებს, ამას აკეთებენ ტოტალიტარული რეჟიმის და იდეოლოგიის მქონე ადამიანები, რომლებიც ხელისუფლება არ აიგივებენ ხალხთან. საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს იმ ხალხს, 23 ოქტომბერს რომ იხილა ოპოზიციამ და ორი დღეა ტრაურშია, ჩამოსტირით ცხვირ-პირი, დაინახეს, სად დგას ქართველი ხალხი. საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს იმ ხალხს, რომელიც 17 მაისს გამოსული იყო საქართველოს ქალაქების ქუჩებში და ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა ოპოზიციას, მათ აქტივისტებს, მათ ამომრჩევლებს, ხალხს, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და სოციალურ ქსელში ჩვეულებრივ ბოღმის გავრცელებიათ არიან დაკავებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა