კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ქვეყნის უახლეს ისტორიაში - არ დავზოგავთ ძალებს, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა იქნას დაცული

ნახვები: 499 ხატია დეკანოიძე - ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ქვეყნის უახლეს ისტორიაში - არ დავზოგავთ ძალებს, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა იქნას დაცული

ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავზოგავთ ძალებს იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა იქნას დაცული,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის დღე, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს მომავალი.

„ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე. ეს არის დღე, როდესაც უნდა განმტკიცდეს საქართველოს ევროპული მომავალი, გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ და ყველაზე მნიშვნელოვანი: ეს არის დღე, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს მომავალი. იქით არის სიბნელის, პრორუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოში, იზოლაციაში ცხოვრება და აქეთ არის ევროკავშირი, მშვიდობა კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, ის თუ როგორ ღირსებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ამ ევროპულ ქვეყანაში. ამიტომ, ხვალინდელი დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავზოგავთ ძალებს იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა დაცული იქნას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა