Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მოლდოვასა და საქართველოში საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენას არ ცდილობს

ნახვები: 501 დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მოლდოვასა და საქართველოში საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენას არ ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ ცდილობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს გავლენა მოახდინოს მოლდოვასა და საქართველოში საარჩევნო პროცესებზე.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ საერთოდ არ ვცდილობთ და არც მგონია, ამ ქვეყნებში სიტუაციის განვითარებაზე, საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა გვქონდეს“, - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ რეაგირებს კრემლი ბრალდებებზე, რომ რუსეთი მოლდოვასა და საქართველოში არჩევნებზე ზემოქმედებას ცდილობს.

მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები და ევროინტეგრაციის საკითხებზე რეფერენდუმი გაიმართა. პრეზიდენტმა მაია სანდუმ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, რომელმაც აჩვენა, რომ მოლდოვის მოქალაქეების ნახევარზე მეტი ევროინტეგრაციის წინააღმდეგი იყო, განაცხადა, რომ ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდა. მისივე თქმით, არსებობდა მტკიცებულებები, რომ კრიმინალური ჯგუფები ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობდნენ და რომ საუბარი იყო 150 000-300 000 ხმაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა