კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სიების თემა, მიუთითებს, რა არათანმიმდევრულ და უპრინციპო რადიკალურ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე-ირაკლი ზარქუა

ნახვები: 417 სიების თემა, მიუთითებს, რა არათანმიმდევრულ და უპრინციპო რადიკალურ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე-ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა საპარლამენტო სიების აღდგენის საკითხზე, არათანმიმდევრულს უწოდებს.

როგორც ზარქუა აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა" უპრინციპობის მაგალითია.

„რაც შეეხება სიების თემას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა არათანმიმდევრულ და უპრინციპო რადიკალურ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. გახსოვთ მათი განცხადებები, გაყალბებულია არჩევნები და ჩვენ არ შევალთო, მერე იძახდნენ, იქ რომ დაჯდე, პუფი უნდა იყოო. მერე თქვეს, იქ რომ დაჯდე მინა უნდა იყოო, მერე თქვეს გამორიცხულია პარლამენტში როგორ უნდა შევიდეთო და მერე შემოვიდნენ. მერე ისევ გავიდნენ. სიები ჩახსნეს. ახლა ამბობენ სიები აღვიდგინეთო. ასეთი უპრინციპო, პოლიტიკური მორალისგან დაცლილი მანდატის მქონე პარლამენტში გჭირდებათ?! რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის" სახით არის არათანმიმდევრული, უპრინციპო და ყველანაირი პოლოტიკური მორალისგან დაცლილი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, რაც შეთავაზებულია, კეთილი ინებონ და მობრძანდნენ. თუ ოპოზივია საქართველოს მოსახლეობის ინტერესებზე იქნება აქცენტირებული, შედეგი გარდაუვალია", - განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სამი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უმრავლესობაშკი უკვე მიღებულია.

„უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტიპება, რომ სამივე ადამიანს პარლამენტში უფლებამოსილება შეუწყდეს. დღეს სხვათაშორის საუბილეო, 70-ე პარლამენტის სხდომაა, რომელსაც არ დასწრებია არც ხოშტარია, არც ნათელაშვილი. ხოშტარიას ნაწილში თავის მოთხოვნა იყო და ვაკმაყოფილებთ, ღირსეულად მოიქცა. რაც შეეხება ნათელაშვილს, გვწყევლის და გვებრძვის და რატომ ვერ გავიგე. ჰქონდა შესაძლებლობა აქამდე შემოსულიყო, მაგრამ სიაც კი ჩახსნა, ახლა თავის თავს დააბრალოს, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო", უყვარს ასეთი გამოთქმები და ეს გადაეცით. რაც შეეხება ჯაფარიძეს, კონსტიტუცია გვაქვს და თუ ადამიანს მისჯილი აქვს, ეს შეუსაბამოა პარლამენტის წევრის სტატუსთან და აქედან გამომდინარე მიიღო უმრავლესობამ გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად მოვიქცეთ", - განაცხადა ზარქუამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა