კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მედია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტონიო გუტერეშს BRICS-ის სამიტზე დასწრების შემდეგ უკრაინაში ვიზიტზე უარი უთხრა

ნახვები: 543 მედია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტონიო გუტერეშს BRICS-ის სამიტზე დასწრების შემდეგ უკრაინაში ვიზიტზე უარი უთხრა

რუსეთში ვიზიტის შემდეგ, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს უკრაინაში ჩამოსვლა უნდოდა, მაგრამ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Agence France-Presse-ი (AFP) უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მაღალი თანამდებობის მქონე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, წყაროს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ვიზიტზე მისი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის გამო, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში ჩატარდა.

“ყაზანის შემდეგ [გუტერეშს] უკრაინაში ჩამოსვლა უნდოდა, მაგრამ პრეზიდენტმა არ შეათანხმა მისი ვიზიტი. ამიტომ გუტერეში აქ არ იქნება”, - განაცხადა წყარომ.

გამოცემის წყარომ აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის უკრაინაში ვიზიტი იმიტომ არ შედგა, რომ მან თავისი საქციელით საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მნიშვნელობა დაამცირა, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

წყაროს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ვიზიტზე მისი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის გამო, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში ჩატარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა