თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

უბნები 20:00 საათზე დაიხურა, ბიულეტენების დათვლა იწყება

ნახვები: 436 უბნები 20:00 საათზე დაიხურა, ბიულეტენების დათვლა იწყება

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა უკვე არჩევნების შედეგების დათვლა იწყება.

საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

ასევე პირველად, ეს ელექტრონული არჩევნები იყო, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-ს ხმის მიცემა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით შეეძლო.

ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველმა არჩევანი შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის გააკეთა:

(#41) “ქართული ოცნება“

(#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“

(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა

(#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

(#25) “გახარია საქართველოსთვის“

(#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

(#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

(#36) “გირჩი“

(#23) “ჩვენ“

(#6) “ევროპელი დემოკრატები“

(#17) “საქართველო“

(#12) “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

(#26) “მემარცხენე ალიანსი“

(#20) “თავისუფალი საქართველო“

(#21) “ტრიბუნა“

(#16) “შეცვალე საქართველო“

(#27) “ქართველ ერთობა“

(#3) “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურა. აქედან საქართველოში 3 044 უბანი გაიხსნა, მათ შორის იყო 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გაიხსნა.

რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უცხოეთში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველი იყო შეყვანილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა