კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელია - ქედმაღლობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ არის მნიშვნელოვნად წინ, ვიდრე სხვა გაერთიანებები

ნახვები: 499 ნიკა მელია - ქედმაღლობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ არის მნიშვნელოვნად წინ, ვიდრე სხვა გაერთიანებები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ არის მნიშვნელოვნად წინ, ვიდრე სხვა გაერთიანებები, მაგრამ მთავარია, ოთხივე გაერთიანებამ შეძლო ბარიერის გადალახვა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

„გამარჯვება საქართველოს. უპრეცედენტო აქტივობაა, თქვენ ეს შეძელით. ეს მაჩვენებელი უტოლდება 2012 წლის აქტივობას. ცვლილებები უკვე დადგა, „ქართული ოცნება“ უკვე არის საპარლამენტო უმცირესობაში. ის 40%-ზე ქვემოთაა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ის არის საპარლამენტო ოპოზიციაში. ოთხივე პოლიტიკური მსხვილი გაერთიანება ბარიერს ლახავს ბარიერს, ვულოცავ თითოეული მათგანის მხარდაჭერსა და გულშემატკივარს, მათ ეს შეძლეს. ქედმაღლობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომერით 4, არის მნიშვნელოვნად წინ, ვიდრე სხვა გაერთიანებები, მაგრამ მთავარია, ოთხივე გაერთიანებამ შეძლო ბარიერის გადალახვა.

ათასობის ჩვენი კოალიციის დამკვირვებელი ახლა იბრძვის ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავად, მათ მთელი დღის განმავლობაში მოუწიათ უთანასწორო პირობებში ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა, ამიტომ მადლობა აბსოლუტურად უმრავლესობას, რომ არ აჰყვნენ „ქართული ოცნების“ პროვოკაციებს. „ქართული ოცნების“ მთავარი ჩანაფიქრი იყო, ჩვენი დამკვირვებლები გამოეყვანათ მდგომარეობიდან.

დღევანდელი დღით დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს არ უკურთხებია მეფედ და არც ცეკას მდივნად აურჩევია. ქართველმა ხალხმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი. შესაძლებელია, „კოალიცია ცვლილებებზე“ ბევრს დიდი წარმოდგენა არ ჰქონოდა, მაგრამ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი“, – განაცხადა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა