კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა - მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა და ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და ქართველმა ხალხმა - ივანიშვილის დრო დასრულდა!

ნახვები: 618 თინა ბოკუჩავა - მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა და ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და ქართველმა ხალხმა - ივანიშვილის დრო დასრულდა!

ივანიშვილის დრო დასრულდა! - უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ ასევე უმოკლეს დროში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ იმისთვის, რომ მთავრობა დაკომპლექტდეს.

„მოხდა ის, რასაც ვპროგნოზირებდით მრავალი თვის, კვირის და დღის განმავლობაში. მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა და ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და ქართველმა ხალხმა! დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნება“, ივანიშვილის დრო დასრულდა! ეს ჩვენ ვნახეთ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა.

ქართველმა ხალხმა ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ, ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ხალხისგან ვეპყრობით დიდი პასუხისმგებლობით. უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში!

მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია „ქართული ქარტია“, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ხელმომწერია. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, ასევე უმოკლეს დროში პრეზიდენტი ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს მთავრობა. ჩვენი ქვეყანა ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნდეს. ეგზიტპოლში ოპოზიციამ დიდი, 10%-იანი უპირატესობით მოიგო. დარწმუნებულ ვარ, საარჩევნო შედეგებში ეს უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იქნება“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა