Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ბიძინა ივანიშვილი - პრემიერ-მინისტრი სანთლით საძებნი კაცია, გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს, ვუყურებ და მიხარია - გუნდში არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა, ამას გპირდებით

ნახვები: 589 ბიძინა ივანიშვილი - პრემიერ-მინისტრი სანთლით საძებნი კაცია, გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს, ვუყურებ და მიხარია - გუნდში არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა, ამას გპირდებით

გუნდის ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. პრემიერ-მინისტრი სანთლით საძებნი კაცია - ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „გორბის“ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, “ქართულ ოცნებაში” უამრავი წარმატებული ადამიანია.

“გუნდის ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. პრემიერ-მინისტრი სანთლით საძებნი კაცია - სანდოობა, განათლება, კულტურა, ყველაფერი აქვს. გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს, ვუყურებ და მიხარია, ბევრს ვხედავ პარლამენტარს, სპორტსმენს თუ წარმატებულ ადამიანს. ერთი მინდა იცოდეთ, მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველა მიმართულებით, გუნდი ამას არ დააკლებს, არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა, ამას გპირდებით. პოლიტიკას, სამწუხაროდ, მამაძაღლობა ახლავს და ეს სიტყვაც უნდა ვიხმაროთ.

მე დღეს შეხვედრა მქონდა უცხოელებთან, გაოცებულები არიან ჩვენი შედეგებით, რაც მივიღეთ ბოლო წლებში”, - განაცხადა ივანიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა